როუტერს ორი პაროლი აქვს: ერთი Wi-Fi-თან დასაკავშირებლად, მეორე კი თავად როუტერის პარამეტრებისთვის. ბევრ როუტერს პარამეტრების პაროლი ქარხნიდანვე აქვს, და ის ეტიკეტზე აწერია ან ინტერნეტში ადვილად მოიძებნება. ვინც პარამეტრებში შევა, ყველაფრის შეცვლას შეძლებს, Wi-Fi-ის პაროლისაც.
როუტერი
- გახსენით როუტერის პარამეტრების გვერდი ან აპლიკაცია. მისამართი და საწყისი სახელი და პაროლი ხშირად როუტერის ეტიკეტზე ან ინსტრუქციაში წერია.
- თუ შესაძლებელია, შეცვალეთ ადმინისტრატორის სახელი. პაროლი აუცილებლად შეცვალეთ გრძელი პაროლით, რომელსაც სხვაგან არ იყენებთ, და პაროლების მენეჯერში შეინახეთ.
- გამორთეთ remote management (შეიძლება remote administration ერქვას). როცა ის ჩართულია, პარამეტრების შეცვლა ინტერნეტიდანაც შეიძლება.
- როცა დაამთავრებთ, პარამეტრების გვერდიდან გამოდით.