ანგარიშს ჩვეულებრივ ასე ითვისებენ: ვიღაც თქვენს ნომერს საკუთარ ტელეფონზე წერს, აპლიკაცია კოდს თქვენ გიგზავნით, მერე კი მოდის შეტყობინება, რომელშიც ამ კოდის გაგზავნას გთხოვენ. ასეთი შეტყობინება ხშირად ისეთი მეგობრისგან მოდის, რომლის ანგარიშიც უკვე მოიპარეს. დამატებითი PIN კოდი ან პაროლი ამ გზას კეტავს, რადგან მარტო კოდი აღარ კმარა.
PIN კოდი ან პაროლი პაროლების მენეჯერში შეინახეთ და აღდგენის ელფოსტაც დაამატეთ. თუ დაგავიწყდებათ, შეიძლება რამდენიმე დღე ანგარიშში ვეღარ შეხვიდეთ.
- გახსენით Settings → Account → Two-step verification. Android-ზე Settings ⋮ მენიუშია, iPhone-ზე კი შეიძლება You ეწეროს.
- ჩართეთ ორსაფეხურიანი ვერიფიკაცია და შექმენით პაროლი. აპლიკაციის ძველი ვერსიები პაროლის ნაცვლად ექვსნიშნა PIN კოდს ითხოვს.
- დაამატეთ ელფოსტა, რომელსაც იყენებთ, რომ პაროლის აღდგენა შეძლოთ.
Viber
- გახსენით More → Settings → Privacy → 2-step verification.
- ორჯერ შეიყვანეთ ექვსნიშნა PIN კოდი.
- დაამატეთ და დაადასტურეთ ელფოსტა. თუ PIN კოდი დაგავიწყდათ და ელფოსტა დამატებული არ გაქვთ, შეიძლება ანგარიშში ვეღარ შეხვიდეთ.
Messenger
- Messenger Facebook-ის ანგარიშს იყენებს. Facebook-ის აპლიკაციაში გახსენით Menu → Settings & privacy → Settings → Accounts Center → Password and security → Two-factor authentication.
- აირჩიეთ ანგარიში და მეთოდი. რომელი მეთოდი აირჩიოთ, ანგარიშების გზამკვლევში წერია.
Telegram
- გახსენით Settings → Privacy and Security → 2-Step Verification.
- დააყენეთ პაროლი და აღდგენის ელფოსტა. თუ პაროლი დაგავიწყდათ და აღდგენის ელფოსტა არ გაქვთ, ახალ მოწყობილობაზე ანგარიშში ვეღარ შეხვალთ.
Signal
- დააჭირეთ პროფილის სურათს, შემდეგ Account-ს. iPhone-ზე ჯერ Settings-ს დააჭირეთ.
- თუ PIN კოდი არ გაქვთ, შექმენით, შემდეგ კი ჩართეთ Registration Lock.