ამ ხელსაწყოს JavaScript სჭირდება, რომელიც თქვენს ბრაუზერში გამორთულია ან ვერ ჩაიტვირთა.

მუშაობს თქვენს ბრაუზერში. არაფერი იგზავნება და არაფერი ინახება.

კარგია იცოდეთ

მისამართი ბოლოდან წაიკითხეთ. login.example.com.evil.ge-ში საიტი არის evil.ge; მის წინ მფლობელს რაც უნდა, იმას დაწერს, თუნდაც თქვენი ბანკის სახელს.

ხელსაწყო მხოლოდ ბმულის ტექსტს კითხულობს. ბმულს არ ხსნის და საიტს არ უკავშირდება, ამიტომ ვერავინ გაიგებს, რომ შეამოწმეთ. ამავე მიზეზით მან არ იცის, რა წერია თავად გვერდზე.

ის, რომ საეჭვო არაფერი ჩანს, გარანტია არ არის. თუ შეტყობინება ანგარიშზე შესვლას ან გადახდას გთხოვთ, მის ბმულს ნუ გამოიყენებთ: საიტი თავად გახსენით, სანიშნიდან ან მისამართის ხელით აკრეფით.

რამდენიმე სიტყვა AI-ზე

შეგიძლიათ AI ჩატბოტს ჰკითხოთ, უსაფრთხოა თუ არა ბმული, მაგრამ პასუხს ფრთხილად მოეკიდეთ. ბევრი მათგანი გვერდს საერთოდ ვერ ხსნის და მაინც თავდაჯერებულად პასუხობს; სხვები იმავე ხრიკებზე ტყუვდებიან, რაზეც ადამიანები. ეს ხელსაწყო მხოლოდ ერთ რამეს აკეთებს, სამაგიეროდ საიმედოდ: მისამართს ყოველთვის ერთი და იმავე წესებით კითხულობს და გაჩვენებთ, სად მიგიყვანთ. თანაც, თუ საეჭვო ბმული პირადი შეტყობინებით მიიღეთ და მთელ შეტყობინებას ჩატბოტში ჩასვამთ, იმ მიმოწერასაც გაუზიარებთ.